არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანობის განვითარების ინსტიტუტმა ტყიბულში ახალგაზრდებისათვის პირველი ეტაპის 4 დღიანი ტრენინგი გამართა

და იწყებს მეორე ჯგუფის სასწვლო ტრენინგს, რომლის დასრულების შემდეგ ტრენინგი გაიმართება მესამე ჯგუფისთვის.

ორგანიზაციის მოწვეულმა ტრნერებმა ახალგაზრდებს გააცნეს საქართველოს არჩევნების ისტორია და თანამედროვეობა,სახელმწიფო მოწყობა და არჩევითი ორგანოების მოწყობის წესი, აქტიური მოქალაქეობა და არჩევნების გზით ქვეყნის მართვით პროცესში მონაწილეობის მნიშვნელობა, გენდერული თანასწორობა არჩევნებში, მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა საარჩევნო პროცესში, არჩევნების უსაფრთხოება, საარჩევნო უფლებები და რეალიზება.

ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.

„სამართლიანობის განვითარების ინსტიტუტი“ ტყიბულში ტრენინგს საარჩევნო საკითხებზე, ცესკოს და სწავლების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით ანხორციელებს

NS