ადგილობრივი ხელისუფლებისა და მთავრობის აქტიური კომუნიკაციის შედეგად, ტყიბულში წყალმომარაგების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარეობს.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით პროექტის ღირებულება 4 100 000 ლარს შადგენს. სამუშაოებს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანის“ დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „საბა“ ახორციელებს.
პროექტის მიმდინარეობით ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ ჩუბინიძე დაინტერესდა, რომელიც ფუნდამენტის მოწყობის პროცესს ადგილზე გაეცნო.
,, პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი თანამედროვე ტიპის სასმელი წყლის გამწმენდი ნაგებობა,რომელიც აღიჭურვება ევროპული სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიური დანადგარებით. სასმელი წყალი გაიწმინდება ე.წ. მემბრანული წესით. ახალი ტექნოლოგიური ციკლის შედეგად მივიღებთ მაღალი ხარისხის პროდუქტს, რომელიც დააკმაყოფილებს ქვეყენაში დადგენილ ნორმებს. სამუშაოების დასრულება 2020 წლის ბოლოს არის დაგეგმილი. ობიექტი, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მოსახლეობას გაუუმჯობესდება წყლის მიწოდება და ხარისხი.
პარალელურად მუშაობა დაწყებულია გაბრიაძის, ფიროსმანისა და ჭავჭავაძის ქუჩების წყლის პრობლემის გადაჭრის საკითხზეც. გვალვის დროს, დებეტის არარსებობის გამო, აღნიშნულ ქუჩებს წყალი შეზღუდვით მიეწოდებათ. ამ მიმართულებით გარკვეული სამუშაოები უკვე შესრულებულია, 1200 მეტრზე სარეზერვო ლითონის მილი მიყვანილია რეზერვუარში და მიმდინარეობს მოლაპარაკებები სატუმბო საგდურის მშენებლობაზე, რაც საგრძნობლად გაუმჯობესებს წყლის მიწოდებას“, – განცხადა თემურ ჩუბინიძემ.- ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გარცელებულ იფორმაციაში.