ტყიბულში მინდელის სახელობის შახტის ეზოში მეშახტეებს შორის ნარდში შეჯიბრი გაიმართა.
შეჯიბრის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვეულები.
პირველ ადგილზე ვალოდია მესხი გავიდა, მეორე ადგილზე გელა უკლება, მესამე ადგილი გია ცირეკიძემ დაიკავა.
გამარჯვებულ მეშახტეებს კომპანიის ადმინისტრაციამ სამახსოვრო სერთიფიკატი და ფულადი პრიზი გადასცა.
პირველ ადგილს 300 ლარი გადაეცა, მეორე ადგილს 200 ლარი და მესამე ადგილს 100 ლარი.
შეჯიბრში ერთადერთი ქალბატონი მთვარისა სოფრომაძე მონაწილეობდა რომელსაც ფულადი პრიზი საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებ გადასცა.
სპორტული ღონისძიებები ტყიბულში მეშახტეებს შორის „საქნახშირის“ და პროფკავშირების ორგანიზებით იმართება. კომპანიის ინფორმაციით აგვისტოში დაგეგმილია მეშახტეებს შორის შეჯიბრი ფეხბურთში.