ტყიბულში მეშახტეებს შორის მინიფეხბურთში შეჯიბრი მიმდინარეობს.
საფეხბურთო მატჩები კომპანია საქნახშირის და პროფკავშირების ორგანიზებით სპორტული ღონისძიებების ფარგლებში საწირის სტადიონზე იმართება, რომელშიც კომპანიაში დასაქმებულებისგან შემდგარი 11 გუნდი მონაწილეობს.
შეჯიბრი მინიფეხბურთში 29 აგვისტოს დასრულდება, ფინალურ თამაშში გამოვლინდებიან გამარჯვებულები. პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულებს გადაეცემათ სამახსოვრო სერტიფიკატები და ფულადი პრიზები. ასევე დასაჩუქრდება საუკეთესო ფეხბურთელი და გაიცემა სხვადასხვა პრიზები.