ტყიბულში 30 აგვისტოს მეშახტის დღე აღინიშნება,
საზეიმო ღონისძიებები დღის მანძილზე ქალაქის ცენტრში,ჭიდაობის არენაზე, მერიის და თეატრის მიმდებარედ გაიმართება.
ინფორმაციას მეშახტის დღის შესახებ კომპანია საქნახშირი ავრცელებს რომელსაც უცვლელად გთვაზობთ –
„ 30 აგვისტოს ტყიბული მეშახტის დღეს აღნიშნავს! კომპანია “საქნახშირის” ორგანიზებითა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გასართობი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაიმართება:
11:00 – ქართული ჭიდაობის შეჯიბრი 12:30 – ქუჩის თეატრის კოსტიუმირებული მსვლელობა და გასართობი პროგრამა
13:00 – საბავშვო ატრაქციონების გახსნა 14:30 – ხატვის კონკურსი ბავშვებისთვის (გამარჯვებულს კომპანია “საქნახშირი” დაასაჩუქრებს) 16:00 – ადგილობრივი შემოქმედებითი ანსაბლების გამოსვლა 18:00 – დასკვნითი კონცერტი.
მონაწილეობენ: ნიაზ დიასამიძე & 33ა ;გორდელა; გაგა ჩიხლაძე; REGGAEON. კონცერტს გაუძღვება დათო ლიკლიკაძე!
ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. გელოდებით, ერთად აღვნიშნოთ მეშახტის დღე!