ბადრი ლობჟანიძე 54 წელია სამთო გეოლოგია,
ის უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ 1966 წელს თბილისიდან ტყიბულში ჩამოვიდა და ახალგაზრდა გეოლოგი ტყიბულის შახტში დასაქმდა. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, გეოლოგს პროფესია და სამსახური არშეუცვლია, მის ცხოვრებაში იყო მხოლოდ კარიერული წინსვლა, რიგითი გეოლოგიდან ის მთავარი გეოლოგი გახდა და დღემდე ტყიბულის შახტების მთავარი გეოლოგია.
ბატონ ბადრის 80 წლის იუბილე რამდენიმე თვის წინ ქონდა. მიუხედავად მისი ჭარმაგი ასაკისა ის ახალგაზრდული შემართებით დღემდე შახტში საქმიანობს, ასევე მის ცოდნასა და გამოცდილებას ახალ თაობას უზიარებს.
გეოლოგი ტყიბულში ჩამოსვლისთანავე მალევე დაქორწინდა და მათ ორი შვილი შეეძინათ, ის ტყიბულში მეუღლესთან ნანი ლობჟანიძესთან და შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს.
ღვაწლმოსილ გეოლოგს შახტში მის სამუშაო ოთახში ვესტუმრეთ და გავესაუბრეთ მისი პროფესიის, განვლილი საქმიანობის შესახებ და მის მრავალწლიან გეოლოგიურ ნამუშევრებს ადგილზე გავეცანით.
რატომ აირჩიეთ თქვენს პროფესიათ გეოლოგია?
მთაში გავიზარდე, რაჭაში ონის რაიონის მაღალმთიან სოფელ ღებში, იქ სამთო სამუშაოები იყო და გეოლოგები ხშირად დადიოდნენ. გეოლოგიურად ძალიან გამოკვეთილია ბევრი რამე იქ, კარგად ჩანს ქანები, საბადოები არის და მე ბავშვობიდანვე ინტერესი გამყვა ამისი. ამიტომ გადავწყვიტე გეოლოგი გავმხდარიყავი.
სად და როდის დაამთვრეთ უმარლესი სასწავლებელი?
სკოლის დასრულების შემდეგ უმაღლესი განათლების მისაღებად სოფლიდან სასწავალებლად თბილისში წავედი. ჩავაბარე თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამთო გეოლოგიურ ფაკულტეტზე, რომელიც 1966 წელს დავასრულე.
სასწავლებლის დასრულების შემდეგ როგორ მოხდით სამთო სფეროში?
სწავლის დასრულების შემდეგ ინსტიტუტმა გამანაწილა ტყიბულის შახტაში გეოლოგად და მას შემდეგ 1966 წლიდან სამთო სფეროში, ტყიბულის შახტებში ვმუშაობ.
იყო შემოთავაზება თბილისში გეოლოგიის სამმართველოში გადავსულიყავი სამუშაოდ და იქედან მემუშავა ტყიბულზე. მაგრამ აქედან შემაჩერეს,მთხოვეს არწავსულიყავი და ადგილზე მექნებოდა ხელშეწყობა. მეც არდავტოვე ტყიბული და დღემდე ოჯახთან ერთად აქ ვცხოვრობ.
რამდენად რთულია თქვენი პროფესია გეოლოგია?
საერთოდ გეოლოგია რთული პროფესია არის, როგორღაც ამოსახსნელია, შიგადაშიგ რაღაცები არის გასახსნელი, გონებით უნდა იმუშაო და სირთულეებია ხშირად.
მითუმეტეს ტყიბულის საბადო მსოფლიოში ცნობილი არის თავისი გეოლოგიური სირთულით. ამ რთულ გეოლოგიურ სირთულეს უნდა თავის გართმევა.
თავიდან ახლანდელი ძიძიგურის სახელობის შახტის გეოლოგი ვიყავი, მერე მოხდა შახტების გაერთიანება და მე გავხდი ტყიბულის შახტების მთავარი გეოლოგი.
რამდენად აქტუალურია გეოლოგია დღეს?
საერთოდ დღეს გლობალურ გეოლოგიის შესწავლას საერთოდ მიანებეს თავი, მაგრამ შახტაში აუცილებელია გეოლოგი, შახტა გეოლოგიის გარეშე წარმოუდგენელია. მითუმეტეს ტყიბულის შახტები მის გარეშე გზას ვერ გაიგნებ, კვალს ვერ მიაგნებ.
მე უკვე ასაკით 80 წელს გადავაცილე, თავის დანებება მინდა მარა არ-არის გეოლოგი რომ მოვიყვანოთ და შემცვალოს, ამიტომ ისევ მიწევს მუშაობა.
ახლა მყავს დამხმარე გეოლოგი, ჩემთან ერთად აქტიურად მუშაობს. შახტში უმეტესად მას უწევს გეოლოგიური დოკუმენტაციის შესრულება.
მუშაობის პროცესში თუ გქონიათ სირთულეები?
რათქმაუნდა მრავალწლიანი მუშაობის დროს სირთულეები მქონდა. მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი სირთულეების დაძლევას.ვფიქრობ რომ დღემდე ვართმევ სირთულეებს თავს.
რა არის ქვანახშირი, საიდან წარმოიშვა?
ქვანახშირი არის მცენარეული ნალექები, მცენარეული ნალექების დაგროვების შედეგად დედამიწის ქერქი მოძრაობს, დედამიწის ქერქი თან იწევდა დაბლა თან ემატებოდა ნალექები, საბოლოოდ ისე სწრაფად დაიწია რომ გადაფარა ქვის ნალექმა მცენარეები და შიგნით დაიწვა, მაგრამ მოხდა არასრული წვა, იმიტომ რო ჰაერი აღარ ქონდა და მცენარეული ნარჩენები ნახშირად იქცა, ეს იყო მილიარდი წლების წინ.
რამდენია ტყიბულის შახტებში ნახშირის მარაგი და რატერიტორიებს მოიცავს?
ტყიბულის შახტებში ნახშირის მარაგი დაახლოვებით 300 მდე მილიონი ტონაა, რაც მოიცავს ტყიბულისა და რაჭის ტერიტორიის ნაწილს. ამდროისთვის ნახშირის მოპოვება ტყიბულის ტერიტორიაზე მიმდინარეობს,რაჭის ტერიტორია ხელუხლებელია.
შახტში ნახშირის მოპოვება უკვე რთულია, უფრო და უფრო სიღრმეში არის ნახშირი და ამიტომ რთულდება მოპოვება. ადრე ნახშირი ახლო იყო ზედაპირიდან და მოსაპოვებლად შედარებით იოლი იყო.
გაზეთი „მეშახტე“