ტყიბულში კორონავირუსის სამი შემთხვევა ფიქსირდება.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მადონა ქასრაძის ინფორმაციით – “ტყიბულში კოვიდ ვირუსის სამი შემთხვევაა ფიქსირებული, აქედან ერთი ახალი შემთხვევა დღეს გამოვლინდა,სამივე ინფიცირებული ერთ კლასტერს მიეკუთვნება. ამდროისთვის 27 ადამიანი არის თვითიზოლაციში და ასევე პარალელურად მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა”- განუცხადა “ოკრიბანიუს” მადონა ქასრაძემ.