ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრესილში 3 ოქტომბერს ღამით მომხდარ ავტოავარიაში 22 წლის საბა გიორგაძე დაიღუპა.
ახალგაზრდები ტყიბულში სტუმრად იმყოფებოდნენ, ისინი გვიან ღამით ტყიბულიდან სოფელ გელათში ბრუნდებოდნენ, რადროსაც ტყიბული- ქუთაისის ავტომაგისტრალზე სოფელ ხრესილში ავტომანქანა ბარდიურს შეეჯახა, რის შედეგად მანქანაში მყოფი საბა გიორგაძე ადგილზე დაიღუპა, ხოლო მანქანაში მყოფი ორი ახალგაზრდა სხვადასხვა დაზიანებებით ტყიბულის და ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ქუთაისის კლინიკებში გადაიყვანა.
მძიმედაა დაშავებული დაღუპულის დეიდაშვილი,რომელიც ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული, ხოლო მეორე დაშავებული მათი მეგობარია.
გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში საკუთარ სახლშია გადასვენებული.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესიის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.