გავრცელებული ინფორმაციით ტყიბულში დღეს კორონავირუსის 22 შემთხვევა დაფიქსირდა,
მათგან 17 არასრულწლოვანია და ერთი სკოლის მოსწავლეები არიან, ასევე კოვიდ ინფიცირებულია ამავე სკოლის რამდენიმე მასწავლებელი.
შიდაიზოლაციაშია გადაყვანილი კოვიდ ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 200-მდე ადამიანი.
მუნიციპალიტეტში აქტიურად მუშაობენ ტყიბულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ეპიდემიოლოგები.