ტყიბულში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მხარდაჭერით ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბაშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ფესიბუქჯგუფის ინფორმაციით-
„ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური მომსახურების, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებამ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ მოწოდებული ჰუმანიტარული დახმარება წითელი ჯვრის ტყიბულელ მოხალისეებთან ერთად დაარიგა.
ჰუმანიტარული დახმარება ამ ეტაპზე ტყიბულის მუნიციპალიტეტში COVID 19-ით დაზარალებული ინფიცირებული და თვითიზოლაციაში მყოფი 18 წლამდე ასაკის ბავშვების იმ ოჯახებს გადაეცა, რომელთა სარეიტინგო ქულა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა ერთიან ბაზაში 100000-მდეა“ – ნათქვამია განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.