ტყიბულში „ლ.ადეიშვილის თვალის კლინიკის“ ფილიალი ფუნქციონირებს.
სადაც პენსიონრებს, მასწავლებელებს და სოციალურად დაუცველებს, ექიმის კონსულტაცია და სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევები უფასოდ უტარდებათ.
ფილიალში თვალის დაავადებათა დიაგნოსტიკა, თერაპია და ქირურგიული მკურნალობა, თვეში ერთხელ ოპერაციები თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება.
კლინიკაში პაციენტების ჯანმრთელობაზე ექიმი ოფთალმოლოგი მიხეილ შენგელია ზრუნავს.
ტყიბულში კლინიკა 2 წელია ფუნქციონირებს, სადაც მრავალ პაციენტს გაეწია ექიმის კონსულტაცია და გაკეთდა 300-ზე მეტი ოპერაცია.
პაციენტების მიღება ტყიბულში ხუთშაბათობით 10:00 დან 15:00 სთ-მდე მიმდინარეობს.
შესაძლებელია წინასწარი ჩაწერა ტელ: 514 75-43-43
მისამართი ქ.ტყიბული გამსახურდიას ქ.N51
„ლ.ადეიშვილის თვალის კლინიკის“ ინფორმაციით პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ მათთან მიიღონ სრული ოფთალმოლოგიური კვლევები თვალზე თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურით – თვალისა და მხედველობის დიაგნოსტირება; მკურნალობა და ოპერაციული ჩარევები.
საჭიროების შემთხვევაში, ლ. ადეიშვილის თვალის კლინიკებში ტარდება შემდეგი მაღალტექნოლოგიური ოპერაციები:კატარაქტის ოპერაცია ფაკოემულსიფიკაციის მეთოდით უნაკეროდ; ვიტრეო რეტინალური ქირურგია; ანტიგლაუკომატოზური ოპერაციები,ტრაბეკულექტომია, ოპერაციები შუნტების გამოყენებით. ასევე ლაზერული ტრაბეკულოპლასტიკა; ლაზერული ოპერაციები: ბადურის ფოტოკოაგულაცია დიაბეტური რეტინოპათიის დროს ბადურის პერიფერიული დისტროფიების დროს; გლაუკომის მკურნალობა ლაზერით ტრაბეკულოპლასტიკა; ასევე მეორადი კატარაქტის დროს ლაზერული დისცეზია; პლასტკიკური და რეკონსტრუქციური ოპერაციები თვალზე და მის დანამატებზე; ოპერაციები საცრემლე არხებზე.
თვალის კლინიკა ემსახურება როგორც ბავშვებს, ასევე ზრდასრულებს. პერმანენტულად, ატარებს სხვადასხვა ტიპის, უფასო სამედიცინო მომსახურების აქციებს. კლინიკაში მოქმედებს საყოველთაო და სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიების დაზღვევა.