საქართველოში 8 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტი გაიხსნება.
გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„8 თებერვლიდან საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ნიშნავს, რომ მუნიციპალური ამოქმედდება თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც. საუბარია მეტროზე, ავტობუსსა და სამარშუტო ტაქსზე“, – განაცხადა გახარიამ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება.
(ფოტო ინტერნეტ სივრციდან)