ტყიბულელი ახალგაზრდებისთვის „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდში“ ახალი პროექტი „დემოკრატიის გაძლიერება მედია წიგნიერების ამაღლებით“ დაიწყო.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა 5 ფილმის ჩვენება და განხილვა, ასევე დაგეგმილია მედიის წარმომადგენლებთან და სფეროს ექსპერტებთან საგანმანათლებლო შეხვედრები.

პროექტი წლის ბოლომდე გაგრძელება და მის განხორციელებას ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა გოჩელაშვილი ხელმძღვანელობს.

ორგანიზაციის ინფორმაციით – „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი (TDDF)“ ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ (PIN)“ მხარდაჭერით, ახალგაზრდებისათვის ახორციელებს პროექტს „დემოკრატიის გაძლიერება მედია წიგნიერების ამაღლებით“.

პროექტის მიზანია: ახალგაზრდებში გაიზარდოს მედია წიგნიერების უნარები და კრიტიკული აზროვნება, რათა მათ შეძლონ აქტიურად შეუწყონ ხელი საკუთარ თემში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.
31 იანვარს პროექტის მონაწილე ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა, 4 და 7 თებერვალს კი ჩეხი რეჟისორის, ტომაშ ბოიარის დოკუმენტური ფილმის „ახალი ამბების“ ჩვენება-განხილვა გაიმართა.

სამუშაო შეხვედრების მიზანი იყო ახალგაზრდებისათვის დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის, ახალი ამბების მომზადების პროცესის, ჟურნალისტიკის შესახებ ინფორმაციის მიცემა. ფილმის ჩვენების შემდეგ, განხილვის პროცესში, ახალგაზრდებს ქონდათ საშუალება ემსჯელათ მათ მიგნებებზე, გამოეხატათ ემოციები, შთაბეჭდილებები, მიეღოთ ახალი გამოცდილება, გაეზიარებინათ ერთმანეთისათვის მოსაზრებები და გაემდიდრებინათ ცოდნა მედია წიგნიერების საკითხებზე.

ფილმის ჩვენება ქვეყანაში არსებული კოვიდ რეგულაციების გამო ონლაინ რეჟიმში გაიმართა. არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების შემთხვევაში, შესაძლებლია მომავალი შეხვედრები ფონდის ოფისში გაიმართოს.

პროექტი მედია წიგნიერების თემაზე დოკუმენტური ფილმების ჩვენებას, დისკუსიების წარმართვას ითვალისწინებს და ეფუძნება ფართოდ გავრცელებულ საგანმანათლებლო პროგრამას „ერთი სამყარო სკოლებში”, რომელიც PEOP¬LE IN NEED-ის მიერ ჩეხეთში 2003 წლიდან ხორციელდება.
პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და USAID-ის მიერ”.