ტყიბულელ 33 წლის ელიზბარ მარინაშვილს დახმარება ესაჭიროება.

ელიზბარი რამდენიმე თვეა მძიმე დაავადებას ებრძვის. მისთვის საჭიროა ძვირად ღირებული მკურნალობის ჩატარება, რისი საშუალებაც ოჯახს არაქვს.

ელიზბარის და, ძმის სიცოცხლის გადასარჩენად საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს.
ელა მარინაშვილი სოციალურ ქსელში წერს -28 ოქტომბერს ჩემს ძმას, ელიზბარს პირველი ეპილეფსიური გულყრა დაემართა. კვლევების შედეგად მას დაუდგინდა ყველაზე აგრესიული თავის ტვინის სიმსივნე – გლიობლასტომა grade IV
ჩაუტარდა ოპერაცია – ამოიკვეთა სიმსივნური წანაზარდი, შემდეგ ჩაუტარდა ქიმია და სხივური თერაპია. ჩატარებული მკურნალობა არის დროებითი შედეგის.
საზღვარგარეთ მოვიძიეთ ინფორმაცია, არის იმის შანსები რომ ჩემს ძმას გაუხანგრძლივდეს სიცოცხლე და შეჩერდეს სიმსივნის ზრდა.

მკურნალობა ხანგრძლივია და დაკავშირებულია დიდ თანხებთან.

მჯერავს რომ სიმსივნე განაჩენი არ არის, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ამიტომ მე, ელიზბარის და უმორჩილესად გთხოვთ დავეხმაროთ მას და მის ოჯახს ფინანსური რესურსების შეგროვებაში, რათა განაგრძოს ძვირად ღირებული მკურნალობა.

სიკეთე მთებს ძრავს და ერთად დგომით სასწაულებიც ხდება!

რეკვიზიტები :
TBC – #GE46TB7513645064300013
მიმპღები: ვახტანგ ბარბაქაძე
Bank of Georgia (საქართველოს ბანკი) – #GE23BG0000000648041100
მიმღები : ელეონორა მარინაშვილი
Libery bank-
#GE10LB071117809114000
მიმღები: ელიზბარი მარინაშვილი