არასამთავრობო ორგანიზაციამ „აფხაზინტერკონტი” და ჩეხურმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ
„დამოუკიდებელი სოციალურ-ეკოლოგიური მოძრაობა – NESEHNUTI“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)-ის ფინანსური მხარდაჭერით, ჩეხეთის რესპუბლიკაში გაეროს განვითარების პროგრამის (SDG) პარტნიორობის ფარგლებში, დაიწყო პროექტის განხორციელება-„საზოგადოების მონაწილეობა რეგიონალური განვითარების პროცესში სათემო დაგეგმარების გზით, ამბროლაურსა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში“ .
პროექტის მიზანია: საზოგადოებისა და მუნიციპალური ერთეულების შესაძლებლობების გაძლიერება, მუნიციპალურ დონეზე საზოგადოების ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მჭიდრო თანამშრომლობა ტყიბულისა და ამბროლაურის ადგილობრივ თვითმართველობებთან. სამუშაოების განხორციელებისათვის ადგილობრივი ფასილიტატორების მოძიება და გადამზადება, შემდეგში სათემო დაგეგმარების პროცესის განხორციელებისათვის.
პროექტი ასევე ითვალისწინებს ფასილიტატორებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის სასწავლო ვიზიტს ჩეხეთის რესპუბლიკაში. ფასილიტატორები გაივლიან ტრენინგებს შეხვედრების წარმართვის უნარების მომზადების კუთხით, გაეცნობიან ჩეხეთის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმატებული პრაქტიკის მაგალითებს, დაესწრებიან ექსპერტებთან დისკუსიებს. ადგილობრივი წარმომადგენლებისათვის ასევე მოეწყობა ტრენინგები საქართველოში.
პროექტის „საზოგადოების მონაწილეობა რეგიონალური განვითარების პროცესში სათემო დაგეგმარების გზით, ამბროლაურსა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში“, საბოლოო პროდუქტი იქნება საზოგადოების მონაწილეობის გზით დაინტერესებული მხარეების ინფორმირებულობის გაზრდა, ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების შესახებ.
დაგეგმილია ტყიბულისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში სათემო დაგეგმარების კამპანიის განხორციელება და შერჩეული დასახლებული პუნქტების სტრატეგიული განვითარების გეგმების მომზადება.