ილია სულამანიძემ თელ-ავივის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
თელ-ავივის გრან სლემის ფინალურ ბლოკში -100 კგ-ში ძიუდოისტები ილია სულამანიძე და ონისე სანებლიძე ერთმანეთს მესამე ადგილისთვის შეხვდნენ.
ფინალის გამარჯვებული 19 წლის ტყიბულელი ძიუდოისტი ილია სულამანიძე გახდა და მან ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ილია სულამანიძისთვის ეს იყო სადებიუტო ტურნირი უფროსებს შორის.
ფოტო საქართველოს ძიუდოს ფედერაციის გვერდიდან.