ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი (TDDF) ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ (PIN)“ მხარდაჭერით, ახალგაზრდებისათვის ახორციელებს პროექტს „დემოკრატიის გაძლიერება მედია წიგნიერების ამაღლებით“.
პროექტის მიზანია: ახალგაზრდებში გაიზარდოს მედია წიგნიერების უნარები და კრიტიკული აზროვნება, რათა მათ შეძლონ აქტიურად შეუწყონ ხელი საკუთარ თემში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.
“ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის“ ინფორმაციით – 28 თებერვალს პროექტის მონაწილე ახალგაზრდებთან მორიგი ტრენინგი გამართა ფონდის მოწვევით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „განვითარების ჰაბის“ თანადამფუძნებელმა და დირექტორმა თემურ ჯვარშეიშვილმა. ტრენინგის თემა იყო ინტერნეტ უსაფრთხოების საკითხები.
პროექტი მედია წიგნიერების თემაზე დოკუმენტური ფილმების ჩვენებას, დისკუსიების წარმართვას ითვალისწინებს და ეფუძნება ფართოდ გავრცელებულ საგანმანათლებლო პროგრამას „ერთი სამყარო სკოლებში”, რომელიც PEOPLE IN NEED-ის მიერ ჩეხეთში 2003 წლიდან ხორციელდება.
ასევე, პროექტის ფარგლებში მოხდება მედია წიგნიერების საკითხებში სფეროს ექსპერტებისა და სხვადასხვა მედია ორგანიზაციების წარმომადგენლების მოწვევა. ისინი ახალგაზრდებს დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის, ახალი ამბების მომზადების პროცესის, ჟურნალისტიკის, ინტერნეტ უსაფრთხოებისა და სხვა, მათთვის საინტერესო საკითხებზე გაუზიარებენ ინფორმაციას.
პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და USAID-ის მიერ.