3. კოსტანტინე ბოჭ ორიშვილი-ქ. ტყიბუ ლი

კოალიცია  ,,ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ ქ.ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატი – კოსტანტინე  ბოჭორიშვილი

დაიბადა 1963 წლის 1 თებერვალს ქ. ბათუმში.  1980წელს დაამთავრა ქ. ტყიბულის  N 2 საშუალო სკოლა. 1981წელს მუშაობა დაიწყო ორჯონიკიძის სახელობის შახტშიზეინკლად. 1984-86 წლებში გაწვეული იყო სამხედრო სავალდებულო სამსახურში.

1987წელს სწავლა დაიწყო ქ. ვორონეჟის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში, რომლის დამთავრების შემდეგ (1992 წ.) მიენიჭაინჟინერ-მიწათმომწყობის კვალიფიკაცია. 1992-97 წლებში მუშაობდა ქ. ტყიბულის მიწის მართვის სამმართველოშიმთავარ სპეციალისტად. 1997 წელს  დანიშნულ იქნა  ქ. ტყიბულის მიწის მართვის სამმართველოს უფროსად, პარალელურად, 1998 წელს არჩეულ  იქნა ტყიბულის რაიონის საკრებულოს წევრად,  სადაც ასრულებდა საფინანსო საბიუჯეტო-კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას.

2004-2007 წლებში იყო ტყიბულის  რაიონის გამგებელი.

 საარჩევნო პროგრამა

დავით ქათამაძე

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქ. ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატი – დავით ქათამაძე

დაიბადა ქ.ტყიბულში 1974 წლის 1 იანვარს.
1990 წელს დაამთავრა ქ.ტყიბულის 5 საშუალო სკოლა.
1996 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიური ფაკულტეტი.
1989-1990 წლებში მუშაობდა ს.ს.“საქნახშირის სატელეფონო კვანძში“.
1997-1998 წლებში მუშაობდა საქართველოში ეკონომიკური ცოდნის გავრცელების ფონდში.
1997-2000 წლებში მუშაობდა ქ.ტყიბულის პირველი ვიცე მერის თანაშემწედ.
2000-2001 წლებში მუშაობდა ტყიბულის რაიონის გამგებლის მრჩევლად ეკონომიკის საკითხებში.
2001-2003 წლებში მუშაობდა საგადასახადო ინსპექციაში
2004-2006 წლებში მუშაობდა ტყიბულის რაიონის გამგებლის პირველ მოდგილედ
2006-2012 წლებში მუშაობდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ.
2013 წლიდან იყო ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ფრაქციის თავმჯდომარე.
2009 წლიდან არის ევროპის საბჭოს ადგილობრივ თვითმმართველობათა და რეგიონების კონგრესის წევრი.
2010 წელს სტაჟირება გაიარა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ასევე 2010 წლიდან მონაწილეობას იღებდა სადამკვირვებლო მისიებში ამერიკის შეერთებულ შტატებში, უკრაინაში, ბულგარეთში და ნიდერლანდებში.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

 საარჩევნო პროგრამა

tamazi kublashvili

კოალიცია ,,ქართული ოცნების” ქ. ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატი – თამაზი კუბლაშვილი

დაიბადა ქ. ტყიბულში 1958 წელს. 1974 წელს დაამთავრა ქ. ტყიბულის #2 საშუალო სკოლა. 1975-1977 წლებში სწავლობდა ქ. ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორიის ფაკულტეტზე. 1978 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმავე ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1982 წელს.
1982-1991 წლებში მუშაობდა სხვადასხვა კომკავშირულ და პარტიულ თანამდებობებზე. იყო #19 საშუალო პროფტექნიკური სასწავლებლის დირექტორის მოადგილე. ამავე სასწავლებელში მუშაობდა ისტორიის მასწავლებლად. კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ტყიბულისა და ჭიათურის ფილიალებში. 1991 წლიდან 2002 წლამდე მუშაობდა ტყიბულის განათლების განყოფილების გამგედ. 2002-2003 წლებში იყო ტყიბულის რაიონის გამგებელი. 2013 წლიდან დღემდე არის ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე.
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

საარჩევნო პროგრამა

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *