ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის გადაწყვეტილებით საახალწლო საჩუქრები მიიღეს 31 დეკემბერს ომის ვეტერანებმა. ამჟამად მუნიციპალიტეტის მასშტაბით ჩვენთან სულ 29 ომის ვეტერანია, საიდანაც 14 ქალაქის მაცხოვრებელია.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლები თითოეულის ოჯახში იმყოფებოდნენ და საახალწლო ტკბილეული მათ პირადად გადასცეს.
ამავე დღესვე საახალწლო საჩუქრები გადაეცათ ომში გმირულად დაღუპულთა სამ ოჯახს, აგრეთვე მრავალშვილიანებს და სოციალურად დაუცველებს. სურსათი და ტკბილეული ამ დღეს ადგილობრივი თვითმმართველობისგან სულ სამასამდე ოჯახმა მიიღო.
თეონა ჯანელიძე