სამთო სფეროში დასაქმებული ქალები იშვიათობაა, რადგანაც ეს დარგი მძიმე მრეწველობას მიეკუთვნება და რთულია ქალისთვის მეშახტეობა.
ტყიბულის შახტაში მუშაობს ქალები რომელთათვის შახტში მუშაობა სირთულეს არ წარმოადგენს, ისინი ამაყობენ რომ მეშახტე ქალები არიან. უმეტეს შემთხვევაში მათი ოჯახის წევრები, მეუღლე, შვილები შახტშია დასაქმებული და მეშახტეთა ოჯახს წარმოადგენენ.
ტყიბულის შახტში დასაქმებული ქალებიდან სამთო იჟინერი მაია შაოშაძე ერთად ერთი ქალია რომელიც შახტში მიწისქვეშ 350 მეტრზე ჩადის პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად. შახტაში 39 წელია მუშაობს და აქედან 19 წელი მიწისქვეშ მუშაობის პირველი კატეგორიის სტაჟი აქვს.
მაია შაოშაზე ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირში დაიბადა. დაამთავრა მეორე სვირის მეორე საშუალო სკოლა და სწავლა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტის ტყიბულის ფილიალში გააგრძელა, სამთო ფაკულტეტზე სპეციალობით – მარგი წიაღისეულის საბადოთა მიწისქვეშა დამუშავების ტექნოლოგია და კომპლექსური მექანიზაცია საღამოს დასწრებული.
სწავლასთან ერთად სტუდენტ გოგონას დასაქმება ევალდებულებოდა და მუშაობა ტყიბულის შახტში დაიწყო. თავდაპირველად მუშაობდა მაშინდელი ორჯონიკიძის სახელობის შახტზე გამამდიდრებელ ფაბრიკაში, ფუჭი ქანის მრჩევლად. შემდეგ მუშაობა დაიწყო მაშინდელი ლენინის სახელობის შახტზე სამარქშნეიდერო გეოლოგიურ განყოფილებაში, მიწისქვეშა სამთო მუშად.
მაია შაოშაზე „ მაშინ 22 წლის ვიყავი, ჩავიცვი სპეცები და წავედი შახტაში მიწის ქვეშ სამუშაოდ, საერთოდ შიშის გრძნობა არმქონდა არც მაშინ და არც ახლა, დღემდე მიწევს ჩასვლა შახტში ლავში, გამკვეთში, ბილიკში, ეს ყველაზე რთული ჩასასვლელია. შევეჩვიე სამთო დარგს და დღემდე სიყვარულით ვასრულებ ჩემს პროფესიულ მოვალეობას.“
ქალბატონმა მაიამ უმაღლესი სასწავლებელი სამთო ინჟინრის კვალიფიკაციით დაამთავრა. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ დაინიშნა მაშინდელი ლენინის სახელობის შახტზე უსაფრთხოების ინჟინრად და 25 წლის ასაკში საკმაოდ საპასუხისმგებლო სამსახურში მოუწია მუშაობა, რომელსაც ის რამდენიმე წელი წარმატებით ხელმძღვანელობდა. 1988 წელს სამუშაოდ გადადის სანორმადარო სამსახურში, შრომა ხელფასის განყოფილებაში, უბნის ნორმადრად და განყოფილების უფროსად, სადაც 1998 წლამდე მუშაობდა. 1998 წელს მოხდა შახტების ცენტრალიზება და მუშაობდა გაერთიანებაში.
2013 წლიდან დღემდე მინდელის სახელობის შახტზე მუშაობს ხარისხის კონტროლის სამსახურის სამთო სამუშაოების აღრიცხვის და ბაზების კონტროლის სპეციალისტად.
მაია შაოშაძემ მომავალი მეუღლე ავთანდილ ჭანტურიძე შახტში მუშაობის დაწყებისას გაიცნო, რომელიც იმავე შახტზე მაშინ გეოლოგიურ სამარკშნეიდერო სამსახურში მუშაობდა, განყოფილების უფროსი მთვარი მარკშნეიდერი იყო. მათ მალევე იქორწინეს, ყავთ ორი შვილი გოგონები და სამი შვილიშვილი. ბატონი ავთო სამარკშნეიდერო საქმიანობას დღემდე აგრძელებს ერთ-ერთ კერძო კომპანიაში.
ქალბატონ მაიას კარგად ახსოვს შახტში მისი პირველი ჩასვლა, იცის როგორი რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობაა მეშახტეობა და მით უმეტეს ქალისთვის. მიუხედავად ბევრი სირთულისა ის დღემდე შემართებით აგრძელებს შახტში საქმიანობას და აქ დასაქმებულებს მოუწოდებს ჩავიდნენ შახტაში, ყველამ ნახოს შახტის მიწისქვეშა სამუშაოები.
მაია შაოშაძე- “პირველად რომ ჩავედი შახტში არც მეარვიცოდი რამხელა სიმძიმე ადევს შახტას თავზე, რამდენად რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობას ეწეოდნენ მეშახტეები მიწისქვეშ. არც ჩემმა მშობლებმა არიცოდნენ რა რთულ ადგილას მივდიოდი სამუშაოდ თორე ალბად გაუჭირდებოდათ ამასთან შეგუება. სხვა რაიონში მცხოვრებელი კიარა აქ ვინც არის მათმაც არიციან რასირთულეებია შახტაში. მე ისე შევეჩვიე შახტას ამის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად მიმაჩნია.
შახტა არის ჩემი მეორე დიდი ოჯახი რომელიც უსაზღვროდ მიყვარს. ყველა მეშახტე და მშრომელი ადამიანი მიყვარს და ვაფასებ მათ შრომას.
თვეში რამდენჯერმე მიწევს შახტში მიწის ქვეშ უბნებში ჩასვლა, ვაკვირდები სამთო სამუშაოებს. ოჯახის წევრებს არასოდეს ქონიათ და დღესაც არ აქვთ იმის განცდა რომ არწავსულიყავი შახტაში, ავთომ(მეუღლე) ყოველთვის იცის, რომელ ველები ვიქნები წასული.
ყველას ვურჩევ ვინც შახტაზეა დასაქმებული ერთხელ ჩავიდეს შახტაში, ნახოს მიწისქვეს რახდება, როგორ შრომას ეწევიან მეშახტეები ნახშირის მოპოვებით სამუშაოებზე, ჩაისუნთქონ ნახშირის მტვერი და შეიგრძნონ ის სპეციფიკური სუნი რაც სამთო გამონამუშევრებშია.
მადლობელი ვარ კომპანიის რომ დღემდე წარმატებით მუშობს შახტა, რაც პირველ რიგში ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნივნელოვანია, ასევე თვითოეული ტყიბულელის ოჯახისთვის და ქვეყნისთვის. რომ არა ეს შახტა ტყიბულს როგორც ქალაქს არსებობა გაუჭირდებოდა. მადლობა კომპანიის ხელმძღვანლობას ყურადღებისთვის და მეშახტის დაფასებისთვის.
გიორგი სულაძე