აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2014 წელი ლურჯი ხის ცხენის წელიწადია, ამიტომ ამ ცხოველის სათამაშოებისა და სუვენირების მრავალფეროვან არჩევანს თითქმის ყველა დახლზე შენიშნავთ.
საახალწლო განწყობა ჩვენს ქალაქში ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე იგრძნობოდა, ქართული ტრადიციების თანახმად ყველა ოჯახის უმეტესობა 31 დეკემბრის ღამით გაშლილი სუფრის ირგვლივ შემომსხდარი ახლობლების წრეში ხვდება ახალ წელს.
სუფრაც ტრადიციულია და მის მოსამზადებლად დიდი თუ პატარა მთელი კვირის მანძილზე განსაკუთრებულად ემზადება. ტრადიციული სუფრის გასაშლელად კი გოჭი, ქათამი, და ინდოური თავის მყიდველს ელოდება.
სუფრის მოსამზადებლად ქართული ტკბილეულობა გოზინაყი, ჩურჩხელა და ტკბილი კვერიც სავაჭრო ობიექტებში წინასაახალწლო დღეებში მრავლადაა.
ტყიბულელები ახალი წლის შემოსვლას მთელი კვირის მანძილზე განსაკუთრებული ხალისით ელოდნენ.
თეონა ჯანელიძე