კომპანია „საქნახშირის“ ინიციატივით ტყიბულში მეშახტეების და მათი ოჯახის წევრების ვაქცინაცია დაიწყო.
როგორც კომპანიაში აცხადებენ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ვაქცინის მსურველები ტყიბულის ევექსის კლინიკაში სპეციალურად მათთვის გახსნილ კაბინეტში „ფაიზერის“ პირველი დოზის ვაქცინით იცრებიან.
მეშახტეების ვაქცინაცია 20 აგვისტოს დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს, აცხადებენ კომპანიაში.