ქართველთა ლაშქრის ბრძოლა სოლომონ პირველის მეთაურობით ოსმალთა ლაშქრის წინააღმდეგ ხრესილის ველზე(ახლანდელი ტყიბულის მუნიციპალიტეტი) 1757 წლის 14 დეკემბერს გაიმართა და ისტორიაში ხრესილის ომადაა ცნობილი.
სოლომონ მეფემ ამ დღეს მტერი ხრესილის ველზე სასტიკად დაამარცხა. სამი ფაშა დაატყვევეს და შემდეგ დახოცეს.ომში მოკლეს მოღალატე ლევან აბაშიძე,ხოლო რაჭის ერისთავმა როსტომმა თავს გაქცევით უშველა.
მტერზე გამარჯვების დღეს სოფელ ხრესილში ადგილობრივები ყოველწლიურად ზეიმით აღნიშნავენ.
დღესაც ხრესილის საჯარო სკოლაში მოსწავლეების მონაწილეობით გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართა.
ასევე ბრძოლის ველზე აღმართულ გამარჯვების მემორიალთან პატივი მიაგეს ამ ბრძოლაში დაღუპულ მეომრთა სულებს.
ღონისძიებას ადგილობრივი მოსახლეობა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება დაესწრო.
გიორგი სულაძე