ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიაში 2 ოქტომრის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისთვის თერთმეტმა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა საარჩევნო სია,

რომლის მიხედვითაც, საარჩევნო ოლქში პროპორციული სიით 246 ადამიანია რეგისტრირებული.

თერთმეტი პოლიტიკური სუბიექტის სიის პირველ ათეულში 59 კაცი და 51 ქალია, შესაბამისად, სიებში გენდერული ბალანსი თითქმის დაცულია.

პარტიულ სიებში არიან საზოგადოებისთვის როგორც ცნობადი, ასვე ნაკლებად ცნობადი სახეეები. ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის სიები ნათესაური კავშირით არის დაკომპლექტებული და არა წევრთა პოლიტიკური გამოცდილების საფუძველზე. არიან ოჯახის წევრები – ქმარი, ცოლი, შვილი, ბიძაშვილი და ასე შემდეგ…

პროპორციულ სიებში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან წარმოდგენილნი – მასწავლებელი, ექიმი, მეშახტე, მეწარმე, ბიზნესმენი, სამართალდამცავი ორგანოს ყოფილი თანამშრომლები.

ადგილობრივები ამბობენ, რომ საარჩენო სიახლეებისა და პარტიული სიების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

„ოკრიბანიუსი“ გაგაცნობთ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისთვის ტყიბულის მუნციპალიტეტში რეგისტრირებულ პოლიტიკურ სუბიექტებს, პარტიული სიების ათეულებს და მაჟორიტარ კანდიდატებს.

პროპორციული არჩევნების პარტიული სიების ათეული

„მესამე ძალა“ 1. დავით კაკაურიძე; 2. შოთა ასათიანი; 3. ნინო ხიზანიშვილი; 4. იოსები ჭელიძე; 5. ნინა კუბლაშვილი; 6. მზია ფრუიძე; 7. სალომე კაპანაძე; 8. ნინო ლეკიაშვილი; 9. ბონდო ხუჯაძე; 10. ხატია თირქია.

„ევროპული საქართველო – მოძარობა თავისუფლებისთვის“ 1.მადონა გაბელაშვილი; 2.ილია კუბლაშვილი; 3.ოთარი უკლება; 4.თამარი ქუთელია 5.რეზო გაბრიჭიძე; 6.გურამი კირკიტაძე; 7.სოფიო ლეჟავა; 8.გიორგი ბუცხრიკიძე;
9.ლევანი ხვადაგიანი ;10.რუსლანი უფლისაშვილი.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 1.დავით ქათამაზე; 2.ბესიკი გაბელაშვილი; 3.მაცაცო ჯინჯიხაძე; 4.გოჩა სირბილაძე; 5.ირაკლი აფრიდონიძე; 6.ნატო კეჭეღმაძე; 7.დავით ლომიძე; 8.ტარიელ ჭიქაბერიძე; 9.მზევინარი ცირეკიძე; 10.ლევანი ბრეგაძე.

„ევროპელი დემოკრატები“ 1.ინგა რობაქიძე; 2.მარიკა ბუაძე; 3.გენადი კუბლაშვილი; 4.სალომე პატარიძე; 5.მირანდა ახვლედიანი; 6.კობა რურუა; 7.ეკატერინე ჩხარტიშვილი; 8.თამარ შარვაძე; 9.მათე რურუა; 10.ნაირა რურუა.

„დავით,თარხან – მოურავი,ირმა ინაშვილი -საქართველოსთვის“ 1.ზვიადი ობოლაძე; 2.რამაზი ცერცვაძე; 3.ხათუნა ქურციკიძე; 4.გოჩა ფორჩხიძე; 5.მერაბი ყიფიანი; 6.მაია ფანჩულიძე; 7.გონერი გელაძე; 8.გრიგოლი დოლაბერიძე; 9.ნანა აბულაძე; 10.გურამი ობოლაძე.

„ლელო“ 1.ბორის გაბრიაძე; 2.სლავა ბოჭორიშვილი; 3.სოფიო სოფრომაძე; 4.როლანდი კუპრაშვილი; 5.გია სულამანიძე; 6.მანანა მუშკუდიანი; 7.ოთარი ლომთაძე; 8.ავთანდილ ბრეგაძე; 9.ეთერი ბრეგაძე; 10.მიხეილ ბახუტაშვილი.

„შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისული პარტია” 1.გელა ბუბაშვილი; 2.კახაბერ ჭელიშვილი; 3.მაია მახარობლიშვილი; 4.მარიამ ბუბაშვილი; 5. ნიკა კავკავიშვილი; 6.ეკატერინე ფოჩხუა; 7.გიორგი ვეკუა; 8.ნინო ბუბაშვილი; 9.ელისო თითბირეძი; 10.ანა ხურციძე.

“გახარია საქართველოსთვის” 1.მაკა შარვაძე; 2.კონსტანტინე ბოჭორიშვილი; 3.მარინა რობაქიძე; 4.ალექსი ცქიფურიშვილი; 5.ნელი ქარელი-კახიძე; 6.ირა სოფრომაძე; 7.ნუგზარი მიქიაშვილი; 8.ნათია ქარქაშაძე; 9.ვარლამ სახვაძე; 10. გიორგი გაბრიაძე.

თავისუფალი საქართველო(ზაზა ხატიაშვილი,კახა კუკავა) 1.ზვიადი კვირიკაძე; 2.ნანა ცინცაძე; 3.გულნაზი როინიშვილი; 4.ტარიელ გრძელიძე; 5.შორენა გიორგაია; 6.ნარგიზა დოღონაძე; 7.რამაზი შაინიძე; 8.რუსუდან მანაგაძე; 9.ნანა ფხაკაძე; 10.გიორგი ხიჩიაშვილი.

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო 1.იოსებ რობაქიძე; 2.გიორგი ბაბუხადია; 3.მაგდანა კობახიძე; 4.თემური ძაგნიძე; 5.თამაზი ფართლაძე; 6.სოფიო ბოჭორიშვილი; 7.ისიდორე ლომთაძე; 8.თეიმურაზი ქელბაქიანი; 8.ნატალია კობახიძე; 9.მურმანი ბასილაძე.

„ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი – მეტი თავისუფლება“ 1.გურამი კვახაძე; 2.გიორგი კაპანაძე; 3.ლელა ბუაძე; 4.გიორგი ბუაძე; 5.ქრისტინე ბელქანია; 6.ალექსი გონგაძე; 7.დავით ბრეგაძე; 8.მარინე მაზმიშვილი; 9.ამირან ფორჩხიძე; 10.გიორგი გელაშვილი
.

პოლიტიკური პარტიების მაჟორიტარი კანდიდატები

წელს, კანონის შესაბამისად, ცვლილებაა ტყიბულის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში; ორპირი-ცუცხვათის, გურნა-ჯვარისას საარჩენო ოლქები გაერთიანდა და გაერთიანებულ ოლქებს ერთი წარმომადგენელი ეყოლება მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
ამჟამად, ტყიბულის მუნიციპალიტეტში 9 მაჟორიტარული ოლქია, 2 ქალაქში და 7 სოფლებში, სადაც პარტიების მიერ წარდგენილი კანდიდატები იყრიან კენჭს.

პარტიული სიებისგან განსხვავებით, მაჟორიტარი კანდიდატები ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფრო ცნობადები არიან. მათ შორის ბევრი ყოფილი და მოქმედი საკრებულოს დეპუტატებია.

01. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი „ევროპული საქართველო -მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მადონა გაბელაშვილი; „გახარია საქართველოსთვის“ -ნუგზარი მიქიაშვილი; თავისუფალი საქართველო(ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)-ზვიად კვირიკაძე, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“- რომანი მაწკეპლაძე

02. მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- ბესიკი გაბელაშვილი; „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“-ირაკლი აბესაძე.

03. ხრესილის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- ნატო ბუბაშვილი ობოლაძე; „გახარია საქართველოსთვის“- ქეთევან ყვავაძე; „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“- ზვიადი კუბლაშვილი.

04. საწირის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-ბესიკი კუბლაშვილი; „გახარია საქარ
თველოსთვის“-გიორგი გაბრიაძე ; „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ -იზოლდა ნემსაძე.

05. გურნა-ჯვარისას მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი „მესამე ძალა“ – შოთა ასათიანი; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -ალექსანდრე გაბადაძე, „გახარია საქართველოსთვის“ -ბაჩანა ხერხაძე; „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“- გიორგი ნანიკაშვილი.

06. ორპირი-ცუცხვათი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- გოჩა სირბილაძე; „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ -გრიგოლი ჩიხლაძე.

07. სოჩხეთი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- ბახვა ცნობილაძე; ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ -მანუჩარი გოტიაშვილი.

08. კურსები მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -ირაკლი აფრიდონიძე; „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“- გიორგი ავალიანი

09. მუხურა მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-ცოტნე აბესაძე, „გახარია საქართველოსთვის“-გიორგი კირკიტაძე; „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ -როლანდი არსენაშვილი.


ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 27 დეპუტატისგან დაკომპლექტდება, სადაც 18 პროპორციული სიით და 9 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე თერთმეტი პოლიტიკური სუბიექტიდან, მათი სიების წევრებიდან და მაჟორიტარი კანდიდატებიდან ვინ გახდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი- ადგილობრივი მოსახლეობის არჩევანზეა დამოკიდებული, რომელიც მიმდინარე წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე გახდება ცნობილი.

გიორგი სულაძე

სტატია ქვეყნდება პროექტის „გამჭვირვალე არჩევნები და მედია” ფარგლებში.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.