7 დეკემბერს კლუბ “რატის” დარბაზში გელა გიორგაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა “კუნგ-ფუ-სანდაში”.
მასში მონაწილეობა ტყიბულის კლუბ “რატისთან” ერთად მუხურის, საწირისა და ტყიბულის კარატეს სკოლებმა მიიღეს. შეჯიბრებაზე მონაწილეობა მიიღეს ასევე ზესტაფონისა და ხარაგაულის კლუბების სპორტსმენებმა. ტურნირზე 78 მონაწილე 15 წონით კატეგორიაში იქნა გადანაწილებული, რომელთა შორის 12 გოგონა ასპარეზობდა.
საკმაოდ დაძაბული ბრძოლების შედეგად შვიდი პირველი პრიზიორით გუნდური პირველი ადგილი ტყიბულის კლუბმა “რატიმ” დაიკავა, მეორე და მესამე ადგილები კი ხარაგაულისა და საწირის კლუბებმა გადაინაწილეს.
გამარჯვებული კლუბები შესაბამისი ხარისხის მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. აღნიშნული ტურნირი ტყიბულში გაზაფხულსა და შემოდგომაზე ყოველწლიურად იმართება.
თეონა ჯანელიძე