2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი იზრდება და ის 9 მილიარდ 9 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტის თანახმად, ეკონომიკის 6%-იანი ზრდაა პროგნოზირებული.
ბიუჯეტის პრიორიტეტად ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროები განისაზღვრა.
ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მწვავე დაპირისპირების საგანი გახდა. საპარლამენტო უმცირესობის წევრების აზრით, ბიუჯეტი არ ასახავს ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს.
ამ თემაზე ჩვენი გადაცემის სტუმარები ხონის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – მაჟორიტარების” წარმომადგენელი დავით ჭავჭანიძე და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ელისო ჩაფიძესაუბრობენ.