ტყიბულში, მდინარე ტყიბულაში მამაკაცის ცხედარი იპოვნეს.
როგორც “ოკრიბანიუსს“ შემთხვევის ადგილზე თვითმხილველებმა განუცხადეს, 70 წლამდე მამაკაცი სანაპიროს ბორდიურზე იჯდა, რა დროსაც მდინარეში გადავარდა.
ადგილზე სამაშველო სამსახურის ჯგუფები იყო მობილიზებული.