ტყიბულში, ქვანახშირის კერძო მოპოვების კარიერში ნახშირის მასა ჩამოიშალა.
ნახშირის მასის ჩამოშლის შედეგად, ნანგრევებში ორი ადამიანია მოყოლილი, სადაც სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც “ოკრიბანიუს” შემთხვევის ადგილზე ტყიბულის მეშახტეთა პირველადი პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ გაგა ისაკაძემ განუცხადა, ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე ორი მუშა გამაგრებით სამუშაოებს აწარმოებდა, რა დროსაც სამთო მასა ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
ამასთან, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მიწის მასის ქვეშ მოყოლილ ერთ ადამიანამდე ჩასვლა მოხერხდა, ის კონტაქტურია და მიმდინარეობს მისი გამოყვანა, ასევე გრძელდება მეორე მოქალაქის ძებნა.