ტყიბულში, ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი 65 წლის მამაკაცი ამოიყვანეს და ტყიბულის კლინიკაში გადაიყვანეს.
სამაშველო ღონისძიება რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, გრძელდება მეორე მოქალაქის ძებნა, რომელიც ასევე მიწის მასის ქვეშ არის მოყოლილი.
შეგახსენებთ, რომ ტყიბულში, ღია მოპოვების კარიერზე, მიწის მასა რამდენიმე საათის წინ ჩამოიშალა და 2 მუშა მოიყოლა.