ტყიბულში, ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერიდან ამოყვანილი 65 წლის მამაკაცი ქუთაისში რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

დაშავებული ვიტალი ტურძილაძე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
კლინიკის ექიმი დავით ჯანაშია აცხადებს, რომ პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში ფილტვებისა და გულმკერდის დაჟეჟილობით, ასევე ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომით შეიყვანეს.

შემთხვევა ტყიბულში 27 ნოემბერს მოხდა. ნახშირის ღია მოპოვების კარიერზე მიწის მასაში ორი ადამიანი მოყვა. მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.