ამერიკული ორგანიზაცია PH International-ი და ა.(ა)ი.პ. „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი“ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით იწყებს „ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამას“ (English Access Microscholarship Program) ტყიბულში.

„ინგლისური ენის შესწავლის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამა“ English Access Micro-scholarship Program – Access 2010 წლიდან ახორციელებს ორგანიზაცია PH International-ი „პროექტი ჰარმონიის ფილიალი საქართველოში“, ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. ტყიბულში აღნიშნული პროექტი 2 წელია მიმდინარეობს.

პროგრამა მიზნად ისახავს ხელმისაწვდომი გახადოს ინგლისური ენის შესწავლა 13-დან 16 წლამდე მოზარდებისთვის ეკონომიკურად და სოციალურად შეჭირვებული ოჯახებიდან.

პროგრამაში ჩართული ბავშვები, ორი წლის მანძილზე ინგლისური ენის შესწავლასთან ერთდ განივითარებენ ლიდერის თვისებებს, შესაძლებლობა ექნებათ, შეაფასონ თავიანთი უნარ-ჩვევები, დაისახონ მიზნები და ჰქონდეთ სწრაფვა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენისკენ.

პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია საკონკურსო აპლიკაციის შევსება, რომელსაც მსურველი მიიღებს სკოლის დირექციაში ან ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდში.

შევსებული აპლიკაცია კონკურსანტმა უნდა მიიტანოს ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის ოფისში 2022 წლის 25 იანვრამდე, მისამართი – ტყიბული გელათის ქN20/18

დამატებითი ინფორმაციისთვის მიწერეთ ორგანიზაციას ფეისბუქ გვერდზე ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი ან ელექტრონულ ფოსტაზე: tddf2006@gmail.com

ასევე ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ თქვენი სკოლის დირექციას.