საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ს 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრმა ერთი დღე მთლიანდ ერის სულიერ წინამძღვარს მიუძღვნა და ღონისძიებების ციკლი მოაწყო. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით ტყიბულის შემოსასვლელში, ტყვარჩელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის განაშენიანება გადაწყდა, რომელსაც პარტიარქის სახელობის სკვერი ეწოდა.
აღსანიშნავია, რომ 100 ძირი ძვირადღირებული კედრის ნერგი საპატრიარქოს ფონდ “გაამწვანე საქართველოს” მიერ იქნა გამოყოფილი, რომლის დამაარსებელი და საპატიო პრეზიდენტი, თავად კათალიკოს-პატრიარქია. ფონდი ცოტა ხნის წინ შეიქმნა და მიზნად საქარველოს მწვანე საფარის შენარჩუნებასა და გამრავლებას ისახავს. ნერგების ტყიბულში ტრანსპორტირება შპს “საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის” ხელშეწყობით მოხდა.
ნათია მურუსიძე