ტყიბულში სისხლის დონაციის აქცია “გაიღე სისხლი აჩუქე ბავშვებს სიცოცხლე” გაიმართა.
აქციის ფარგლებში ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ტყიბულელები ჩაერთვნენ და სისხლის ბანკს სისხლი უანგაროდ ჩააბარეს.
ადგილობრივებთან ერთად სისხლი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩერქეზიშვილმა ჩააბარა, რომელიც სისხლის რეგულარულად ჩაბარების უანგარო დონორია,
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა “ოკრიბანიუსს”განუცხადა, „უმნიშვნელივანესია დავეხმაროთ ერთმანეთს და მუდამ გვქონდეს მზაობა გავიღოთ სისხლი სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად“.