ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ჩერქეზიშვილის ინფორმაციით, ტყიბულის შახტაში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებულები თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც დავით ჩერქეზიშვილმა “ინტერპრესნიუს”განუცხადა, სავარაუდოდ აფეთქება მინდელის სახელობის შახტაში დაახლოებით, 23:00 საათზე მოხდა.

დაშავებულ 9 პირს პირველადი სამედიცინო დახმარება ტყიბულის კლინიკაში გაუწიეს.
“სამწუხაროდ ერთი მეშახტე გარდაიცვალა. ჯანმრთელობას ვუსურვებ დაშავებულებს და ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს”, – განაცხადა მერმა.

ცნობისთვის, ტყიბულში, მინდელის შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს