22:10 საათზე მოხდა აფეთქება, დაშავდნენ ადამიანები, 1 ადამიანი დაიღუპა. ძალიან საშინელი ფაქტია. ვცდილობთ სიტუაციაში გარკვევას. გუშინდელი დღიდან მუშაობს კომისია, რომელიც ადგენს ავარიის მიზეზებს, – ამის შესახებ „საქნახშირის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ სოცკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ჯერჯერობით შახტის 3-დღიანი გაჩერების გადაწყვეტილებაა მიღებული.
„20 წუთში გაიმართება საკონსულტაციო საბჭოს სხდომა. ჯერჯერობით, მივიღებთ შახტის 3-დღიანი გაჩერების გადაწყვეტილებას. შემდეგ უკვე კომისიის შედეგები გვიჩვენებს. როგორ გაგრძელდება შემდგომი სამუშაოები, ეს კომისიის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. ორი დღის განმავლობაში სიტუაციის სრულ ანალიზს მოვახდენთ და გავმართავთ პრესკონფერენციას მომხდარის მიზეზების შესახებ,“ – აღნიშნა სოცკიმ.