ტყიბულელმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა. მან ნიდერლანდელი მიხაელ კორელი სუფთა გდებით დაამარცხა.
100 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ილია სულამანიძემ ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი დაამარცხა.
თელ-ავივში მიმდინარე გრანდ სლემის დასკვნით დღეს საქართველოს ნაკრების ღირსების დასაცავად ექვსი ძიუდოისტი გამოვიდა.