დღეს ტყიბულში საქართველოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
აქციის ფარგლებში „ვამრავლებთ მწვანე საფარს“- ადგილობრივმა ხელისუფლებამ და მოსახლეობამ, სკოლის მოსწავლებთან ერთად ქალაქში სპეციალურად გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე, ფონდ“გაამწვანე საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ ჩამოტანილი 100 ძირი კედრის ხე დარგო, რომელსაც პატრიარქის ბაღი ეწოდა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეტრში ასევე გაიხსნა-ტყიბულის თეატრის ისტორიის ამსახველი მუზეუმი. უწმინდესის ქადაგების მიხედვით “პატივს მივაგებთ წარსულს“.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, უწმინდეისისა და უნეტარესის კვალდაკვალ ვცდილობთ ვიტვირთოდ მოყვასი ,დახმარება გაეწია სოციალურად დაუცველ ოჯახს.
დღის ბოლოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში გაიმართა საქართველოს პატრიარქის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი. რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ადგილობრივი შემოქმედები ჯგუფები.
ღონისძიების იდეის ავტორი და ორგანიზატორი იყო ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრის დირექტორი ლალი კუბლაშვილი.
ღონისძიებები ტყიბულში საქართველოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა კურთხევით გაიმართა.
გიორგი სულაძე