უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, 51 წლის დავით გობეჯიშვილი ტყიბულში ცხოვრობდა.
არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი შეტაკებების დროს ქალაქ ირპენთან დაიღუპა.
როგორც „ოკრიბანიუსს“ დაღუპული მებრძოლის ახლობლებმა უთხრეს – დავით გობეჯიშვილი სოხუმის ბატალიონის მებრძოლი იყო. გმირულად იბრძოდა აფხაზეთის და აგვისტოს ომში, იყო პარტიზანი მებრძოლი.
ყავს ოჯახი, მეუღლე და ორი შვილი, რომლებიც ტყიბულში ცხოვრობენ და ელოდებიან უკრაინიდან გმირი მებრძოლის გადმოსვენებას.