ტყიბულში ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე 27 სექტემბერს ტყიბულის საფეხბურთო კლუბ „მეშახტეს“ და ფოთის “კოლხეთი 1913“ შორის გამართულ ფეხბურთის მატჩის “მეშახტის” გულშემატკივრები უკმაყოფილებას გამოთქვამს მატჩის არბიტრის თემურ კალაძის მიმართ.
აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით საფესაფეხბურთო კლუბ „მეშახტეს“ოფიციალური ფეისბუქგვერდი განცხადებას და მატჩის ამსახველ ვიდეო კადრებს ავრცელებს, რომელსაც „ოკრიბანიუსი“ უცვლელად გთვაზობთ.- „მთავარი მსაჯი მეშახტეს წინააღმდეგ დღევანდელ მატჩში, მეშახტე 1:2 კოლხეთი 1913- 5 წუთიან მონაკვეთში (62-67 წუთებზე), როცა ანგარიში 1:1 იყო და უპირატესობას ტყიბულელები ფლობდნენ მატჩის მთავარმა არბიტრმა თ.კალაძემ ჯერ 100%-იანი თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა სტუმართა კარში, შემდეგ კი მეკარესთან პირისპირ დარჩენილი ბაღდავიძის წინაღმდეგ ბოლო იმედის ჯარიმის დროს მცველი არ გააძევა და მხოლოდ ყვითელი ბარათი უჩვენა.
გარდა ამ 2 ეპიზოდისა 90 წუთის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დღეს ტყიბულის მეშახტეს წაეგო.
თუ ამ კადრებიდან რაიმე კითხვის ნიშნები არის მეორე ვიდეო კამერით გადაღებულსაც შემოგთავაზებთ.ვითხოვთ უმკაცრესად დაისაჯოს მთავარი მსაჯი!..დღეს რაც ხდებოდა მოედანზე მხოლოდ ქართულ ფეხბურთს დააზარალებს!!!“
„მთავარი მსაჯის, თემურ კალაძის განსაკუთრებულად საეჭვო მოქმედებები გუშინდელი მატჩიდან ეჭვი პირველივე წუთებიდან გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სარბენ ბილიკებზე დაინახა კლუბის ერთ-ერთი ვიდეოგადამღები, რის გამოც შეხვედრა გააჩერა და მოითხოვა მისი ტრიბუნაზე ასვლა და პირდაპირ განაცხადა, ფოტოების გადაღებას არავინ უშლის, ვიდეო არ გადაიღოსო!.. იმის გათვალისწინებით, რომ “მეშახტე”-ს Facebook გვერდი ცნობილია ლიგა3-ში მატჩების დეტალური ანალიზით და ვიდეოკადრებით, მისი ეს მოთხოვნა კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს მისი შემდგომი მოქმედებების განზრახ ჩადენაში. ვითხოვთ სრული სიმკაცრით დაისაჯოს მთავარი არბიტრი! ნათქვაამია განცხადებაში.
ფოტო ვიდეო მასალა, საფეხბურთო კლუბ „მეშახტეს“ ფეისბუქის ოფიციალური გვერდიდან.