14 ნოემბერს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სკოლაში სიმებიანმა კვარტეტმა “იბერიმ” კონცერტი გამართა. აღნიშნული პროექტი კულტურის სამინისტროს ეგიდით გაზაფხულიდან მიმდინარეობს.
კვარტეტმა ამ დრომდე უკვე საქართველოს თითქმის ყველა კუთხე შემოიარა. რეგიონებში მათ მიერ ჩატარებული კონცერტები ახალგაზრდებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, რითაც პროექტს საგანმანათლებლო დატვირთვა აქვს.
ღონისძიებას სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. კონცერტს დაესწრო მუნიციპალიტეტის გამგებელი თემურ ჩუბინიძე. კვარტეტის მიერ ამ დღეს მოცარტის სერენადებთან ერთად, შტრაუსის ორი ვალსი, ცინცაძის ათი მინიატურა და აზარაშვილის სენტიმენტალური ტანგო იქნა შესრულებული. კონცერტმა აპლოდისმენტების ფონზე შთაბეჭდილებებით ჩაიარა.
თეონა ჯანელიძე