ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში ერთმოქმედებიანი ფსიქოლოგიური დრამის “ემიგრანტების” ჩვენება გაიმართა. სპექტაკლის პრემიერა დაახლოებით ერთი თვის წინ შედგა, რომლის რეჟისორიც ლალი კუბლაშვილია. კულტურის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე ამჯერად სპექტაკლის სპეციალური ჩვენება მოეწყო.
მროჟეკის პიესის გაცოცხლება ტყიბულის თეატრის სცენაზე არაპროფესიონალმა მსახიობებმა ითავეს, თუმცა ემიგრაციაში მყოფი ქართველი კაცის დუხჭირი ცხოვრება და ნოსტალგიით გაჯერებული სათქმელი არაჩვეულებრივი ემოციურობით გადმოსცეს.
ნათია მურუსიძე