ტყიბულში ადგილობრივია არასამთავრობო ორგანიზაცია „ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის“ მიერ მედია წიგნიერების პროექტის ფარგლებში, ჰოლანდიელი დამოუკიდებელი ჟურნალისტისა და კინოდოკუმენტალისტის, ელს ვან დრიელის დოკუმენტური ფილმის, „გაბრიელი“ ჩვენება/განხილვა და მოწვეულ სტუმართან, მედია წიგნიერების ექსპერტთან, თემურ ჯვარშეიშვილთან შეხვედრა გაიმართა!
ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ (PIN)“ მხარდაჭერით, ტყიბულელი ახალგაზრდებისათვის პროექტის „მედეგი სამოქალაქო საზოგადოება და მედია უკრაინის ომის საპასუხოდ” ფარგლებში, მედია წიგნიერების პროექტს ახორციელებს.
პროექტის მიზანია: ახალგაზრდებში გაიზარდოს მედია წიგნიერების უნარები და კრიტიკული აზროვნება, რათა მათ შეძლონ აქტიურად შეუწყონ ხელი საკუთარ თემში დემოკრატიული პროცესების განვითარებას.
პროექტის ფარგლებში შერჩეული იქნა 23 ახალგაზრდა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მედია წიგნიერებით, ადამიანის უფლებებით, არაფორმალური განათლებით და აქტიურ მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხებით. ისინი 9 თვის განმავლობაში დაესწრნენ ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ (PIN)“ მიერ ჩამოყალიბებული OWIS მეთოდოლოგიის საფუძველზე მომზადებულ შეხვედრებს (ფილმების ჩვენება, განხილვას/დისკუსიას) მედიაწიგნიერებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაციის PEOPLE IN NEED-ის ფინანსური მხარდაჭერით, ევროკომისიის პროექტის “მედეგი სამოქალაქო საზოგადოება და მედია უკრაინის ომის საპასუხოდ” ფარგლებში.
პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ.