ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელისო ჩაფიძემ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი ხმა მშობლიურ სოფელში დააფიქსირა. მან საკუთარი არჩევანი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში მე-11 საარჩევნო უბანზე გააკეთა. “ მე ხმა მივეცი საქართველს მომავალს და საქართველოს მომავალ პრეზიდენტს. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქემ გააკეთოს არჩევანი, არა საკუთარი, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე”- განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
ელისო ჭანტურიძე