ტრადიცილად უკვე მეექვსე წელია ტყიბული ფოლკლორის ფესტივალს მასპინძლობს. “ოკრიბა 2013”-ის ფარგლებში ფესტივალში მონაწილე კოლექტივების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება და წელს მასში უკვე 12 სოფელი ჩაერთო.
აღსანიშნავია, რომ იუნესკომ ქართული-ხალხური სიმღერა, ტრადიციული მრავალხმიანობა მსოფლიოს ხელთუქმნელ საგანძურად გამოაცხადა. სწორედ ქართული სულისა და გენის შენარჩუნებას ემსახურება ფესტივალის იდეა, რომლის ორგანიზატორიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანებაა.
ფესტივალზე ფოლკლორული საღამოს დაწყებამდე ხალხური რეწვის ნიმუშებიც იყო დამთვალიერებელთათვის წარმოდგენილი, რომელიც მუნიციპალიტეტის თეატრის ფოიეში გამოიფინა.
ნათია მურუსიძე