ტყიბულში ხვალ საქართველოს დამოუკიდებელობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება,
რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები მიიღებს. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ქალაქის ცენტრშია დაგეგმილი – „ 26 მაისს, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრში (თეატრის მიმდებარე ტერიტორია) საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.
ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!
13:00–18:00 საბავშვო სივრცე – ატრაქციონები, სახეზე ხატვა, ანიმატორები.
13:00-18:00 ფოტო სივრცეები
13:00-18:00 სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების თემატური გამოფენა
15:30 სოლომონ პირველის ძეგლის ყვავილებით შემკობა
15:45 საზეიმო მსვლელობა სოლომონ პირველის მოედნიდან
16:00 -18:00 კონცერტი – ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალურ შემსრულებელთა მონაწილეობით. ნათქვამია ტყიბულის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.