სამოქალაქო საზოგადოებისა და აქტიური მოქალაქეებისაგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფების წევრებისათვის თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში ტრენინგები გაიმართა.
ტრენინგებზე მონაწილეებმა ტრენერის კოკა კიღურაძისაგან მიიღეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შიდა ორგანიზაციული შესაძლებლობები (საინიციატივო ჯგუფების ორგანიზაციული მართვის პროცესები და პრაქტიკა; ადამიანური რესურსების მართვა; ორგანიზაციული სტრატეგიის დაგეგმვა) გარე აქტორებთან ურთიერთობებისა და (კომუნიკაცია; სერვისების მიწოდება; მოქალაქეთა და თემის ჩართულობა, ადვოკატირება) პროექტების განხორციელების (მონიტორინგი და შეფასება) მიმართულებით მხარდაჭერის საჭიროება.
ტრენინგები პროექტის ,,მეტი გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება ეფექტური თვითმმართველობისთვის’’ ფარგლებში გაიმართა. პროექტის მიზანს წარმოადგენს უზრუნველყოს იმერეთის მხარის თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში ეფექტური თვითმმართველობის განხორციელება და ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
პროექტი ხორციელდება ა(ა)იპ ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის მიერ ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსთან პარტნიორობით, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ის მიერ, გერმანიის ფედერალური მთავრობისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის“ ფარგლებში.