ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მიმდინარე წლის ივნისიდან საქართველოს ბანკის sCool Card-ით შეუძლიათ ტყიბულის საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასოდ იმგზავრონ, ახალი თანამედროვე ავტობუსით N1 რომელიც მოძრაობს ტყიბული თამარ მეფის მოედნიდან სოფელ საწირის მიმართულებით.
ბარათის შეკვეთა მშობლებს შეუძლიათ როგორც ტყიბულის ფილიალში
ასევე ციფრული არხებიდან: Bankofgeorgia.ge-ზე – მოსწავლის სივრცეში – https://bankofgeorgia.ge/ka/retail/mostsavlis-barati BOG მობილბანკში ბარათის შეკვეთის ფუნქციონალით.
მშობელმა საქართველოს ბანკის ტყიბულის ფილიალში ბავშვის დაბადების მოწმობა ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი უნდა წარადგინონ ან ციფრულ არხში ატვირთონ გარჩევადი ფორმატით.
სატრანსპორტო ბენეფიტი ჩაერთვება ტყიბულის სკოლების მოსწავლეებს, ბაზაში მონაცემების გადამოწმების შემდეგ ავტომატურად.
გასათვალისწინებელია, რომ თუ ტყიბულის მოსწავლეს უკვე აქვს sCool Card და სარგებლობს სტანდარტული ტარიფით, შეღავათიანი ტარიფის ჩართვა შესაძლებელი იქნება BogPay გადახდის აპარატიდან.
sCool Card-ით მოსწავლე ტრანსპორტის გარდა დამოუკიდებლად გადაიხდის ყველგან, ასევე შეუძლია დარეგისტრირდეს BOG sCoolApp-ში – მოსწავლეებისთვის შექმნილ პირველ საბანკო აპლიკაციაში, რომელიც ბავშვს ბიუჯეტირების პრინციპებს და ფინანსური განათლების საწყისებს ასწავლის.
აპლიკაციაშივე მოსწავლე sCool Card-ის ანგარიშს შეამოწმებს, გადარიცხავს და მიიღებს თანხას, პასუხს გასცემს სპეციალურად მათთვის შექმნილი „სხვა სამყაროს“ მისიებს და სხვა უამრავ ფუნქციონალს თავად გამოცდის.
sCool Card-ს მუდმივად განახლებადი შეთავაზებებიც აქვს პარტნიორ კომპანიებში – ფასდაკლებები, ქეშბექები, სპეციალური ფასის ოფერები.
ბავშვები ბარათით სქულებს დააგროვებენ – ლოიალურობის ქულებს, რომელიც მობილურ ბალანსში ან პარტნიორ კომპანიებში შეიძლება გადაიცვალოს.