ტყიბულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სათემო ენერგეტიკული გაერთიანება (Community Solar Cooperative) შეიქმნა.

გაერთიანების მიზანია საბავშვო ბაღების ენერგოეფექტურის გაზრდის საფუძველზე აღსაზრდელებისათვის მიწოდებული სერვისი კიდე უფრო კომფორტული გახდეს. აღნიშნული ინიციატივა პროექტის „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების მაგალითი (სათემო ენერგეტიკული გაერთიანება)“ ფარგლებში ხორციელდება.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საბავშვო ბაღში დაიდგმება მზის ელქტროსადგური, რომლიდან მიღებული ელექტრო ენერგია გადანაწილდება მუნიციპალიტეტში არსებულ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებზე, რაც ბაღების ელექტრო ენერგიის მოხმარების ხარჯს 50%-მდე შეამცირებს.

მიმდინარე წლის 7 ნომებერს პროექტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც წარდგენილი იქნა 2024 წლის საპროექტო აქტივობების პრეზენტაცია. პარტნიორებსა და ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის მოხდა პარტნიორობისა და პასუხიმგებლობის განაწილების წესების შეთანხმება. ასევე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებისათვის თანამშრომლობის მოდელის შემუშავება, „სათემო ენერგეტიკული გაერთიანების“ დაარსების გზით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრამდე პოლონელმა ენერგო ეფექტურობის ექსპერტმა მარიუშ ვოზნიაკმა დაათვალიერა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და მოამზადა ბაღებისთვის ოპტიმალური ენერგო პაკეტების ხარჯთ ეფექტურობის ანალიზი.

ექსპერტმა შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა ოპტიმალური გადაწყვეტილებების ტექნიკური დოკუმენტაცია და შესაძლო ფინანსური ინსტრუმენტები მუნიციპალიტეტისთვის, ენერგოეფექტურობის სფეროში დამატებითი დაფინანსების მისაღებად. პროექტის განხორციელების შედეგად მოხდება ტექნიკური ენერგოეფექტურობის გადაწყვეტილებების დანერგვა ტყიბულის მუნიციპალიტეტში, რაც ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნული ხელს შეუწყობს მათთვის კომფორტული და ადეკვატური სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებას.

პროექტი „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების მაგალითი“, ტყიბულის მუნიციპალიტეტში ხორციელდება პოლონური ორგანიზაცია „სოლიდარობის ფონდი პლ საქართველოს“ მიერ, ტყიბულის მუნიციპალიტეტთან და ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით.

პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.
პუბლიკაციის შენაარსი გამოხატავს მხოლოდ ავტორის შეხედულებებს და არ შეიძლება გაიგივებულ იქნას პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პოზიციასთან.