თბილისში საქართველოს თასის პირველობა კუნგ-ფუ ში – ფაიტინგი, ტუი შოუ, და დზენი, შუაიჯიაო გაიმართა.
ტურნირში საქართველოს რეგიონების 15 კუნგ-ფუს სკოლის 162 წარმომადგენელი ვაჟები და გოგონები მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის ჯგუფის „ოლეგ ფანჩულიძის კუნგ-ფუს სკოლის“ მებრძოლები, ოლეგ ფანჩულიძის ხელმძღვანელობით.
ტურნირზე ტყიბულელმა კუნგ-ფუისტებმა წარმატებით იასპარეზეს და მოიპოვეს 5 პირველი და 3 მეორე საპრიზო ადგილები. ჩემპიონები გახდნენ: ოთარ სანიკიანი, დავით ჩეტოშვილი, საბა აბესაძე, ანდრია ბოჭორიშვილი და დავით გიორგაძე. პრიზიორები გახდნენ: ბადრი ბოჭორიშვილი, ალექსი მაჭავარიანი და ნიკოლოზ ქათამაძე.
სკოლის ჩემპიონებმა გამართეს ორ-ორი ბრძოლები ძლიერ და გამოცდილ მოწინააღმდეგეებთან.
ტურნირის მონაწილე ყველა ჩემპიონი და პრიზიორი დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის მედლებით და დიპლომებით.
ღონისძიებაზე სკოლის წარჩინებულ სპორტსმენებს, დავით გიორგაძეს და ბადრი ბოჭორიშვილს, მიმდინარე წლის 4-6 ოქტომბერს, სომხეთში გამართულ „ კავკასიის მე-2 პირველობაზე კუნგ-ფუში“ წარმატებისათვის, ფედერაციისგან გადაეცა სამადლობელი წერილები.
ტურნირი საქართველოს კუნგ-ფუს ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. ტურნირზე ტყიბულელი სპორტსმენების გამგზავრება მუნიციპალიტეტის სპორტულმა ცენტრმა უზრუნველყო.
+