თბილისში საქართველოს თასის პირველობა კუნგ-ფუ ფაიტინგში გაიმართა.

შეჯიბრში საქართველს რეგიონული სპორტული კლუბების 160 სპორტსმენი მონაწილეობდა. აღნიშნულ ტურნირზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის, კუდოს ჯგუფის 8 სპორტსმენი სხვადასხვა წონით კატეგორიის 2 სახეობაში, ფაიტინგი(ბრძოლა) და შუაი-ჯიაო (ჭიდობა) მონაწილეობდა.

ტურნირზე ტყიბულელმა სპორტსმენებმა ოქროს, ვერცხილის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: დავითი ბასილაძე 2 ოქრო; სანდრო ფორჩხიძე 1 ოქრო, 1 ბრინჯაო; ნიკა ბოჭორიშვილი 1 ოქრო; თომა კობახიძე 1 ოქრო; უფლისა გაგოშიძე 1 ოქრო; ზუკა მამრიკიშვილი 1 ვერცხლი; გიორგი ჭანტურიძე ბრინჯაო; ალექსი გელაძე ბრინჯაო.

ტყიბულელი სპორტსმენების მწვრთნელი l დანის მფლობელი ლევანი კუბლაშვილია.